ფოკის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ხეები დარგეს
11-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, მე-7 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა, ბიოლოგიის  მასწავლებელ დეღძანიკ ალვანჯიანის ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში ხეები დარგეს. 

მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია შევიტანოთ წვლილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203