
მასწავლებლებს, რომლებსაც სამინისტროს მიერ მიღებული ცვლილებების შემდგომ აღარ სურთ საგნის გამოცდაზე გასვლა და კომპეტენციის დადასტურება, ნაეკისგან გამოცდაზე დარეგისტრერებისას გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ.
„იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ გამოცდებზე, მაგრამ აღარ სურთ გამოცდის ჩაბარება, შესაძლებლობა აქვთ, 11 მაისის 18:00 საათამდე განცხადებით მიმართონ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გააუქმონ კონკრეტულ საგანზე რეგისტრაცია და დაიბრუნონ გადახდილი თანხა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.