ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე არგუმენტირებულად იმსჯელეს
08-05-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში საგნობრივ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა დისკუსია სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებულ აქტუალურ და დღემდე საკამათო საკითხებზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დისკუსიის ფარგლებში განხილულ იქნა ორი რთული, მაგრამ საინტერესო თემა, რომელიც საზოგადოების მიერ არაერთგვაროვნად აღიქმება:

  • აბორტი - რა არის ეს: ქალის რეპროდუქციული უფლება თუ მკვლელობა?
  • სიკვდილით დასჯა - უნდა არსებობდეს თუ არა იგი სახელმწიფოში, როგორც სასჯელის ერთ-ერთი სახე?

შეხვედრის მსვლელობისას წარმოდგენილ იქნა თემატური სატელევიზიო სიუჟეტები, რომლებიც მოსწავლეებს საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარა. X-XII კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი დასაბუთებული პოზიციები და არგუმენტირებულად იმსჯელეს აღნიშნულ თემებზე.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ღია დისკუსია, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი და მოესმინათ ერთმანეთისთვის.

„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება, ეთიკურ-სამართლებრივი საკითხების გააზრება და განსხვავებული მოსაზრებებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

დისკუსიას ფასილიტაციას უწევდა „მოქალაქეობის“ პედაგოგი ირაკლი პაპავა, მონაწილეობდნენ X, XI და XII კლასების მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203