
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ასწავლიან.
ამ ლამაზი გრძნობების გასაზიარებლად კი საუკეთესო თარიღი - დედის დღეა.
გაზაფხულის პირველი და ყველაზე ლამაზი დღესასწაული სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს ლექსები, სიმღერები და თეატრალური წარმოდგენები მიუძღვნეს და ხოტბა შეასხეს მათ შრომასა და ამაგს.
მოსწავლეთა მონდომებამ და შემოქმედებითობამ დედები სიამაყით აავსო და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა.
იხილეტ ფოტოები: