პროფესიული უნარების გამოცდაზე პრაქტიკოს პედაგოგთა 65%-ზე მეტი გამოცხადდა - მასწავლებელთა გამოცდები 2018
დღეს და ხვალ პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდის პირველ დღეს დარეგისტრირებულ პრაქტიკოს მასწავლებელთა 65%-ზე მეტი გამოცხადდა.
მათივე ცნობით, პროფესიული უნარების (რომლის ჩაბარებაც მხოლოდ მოქმედ პედაგოგებს შეუძლიათ) გამოცდისთვის 10 028 აპლიკანტია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები გუშინ დაიწყო და 23 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.