გოგებაშვილის მოთხრობები, ვიქტორინა და ქართული ენის სიყვარული - საინტერესო, შემეცნებითი აქტივობები ​რცხილათის საჯარო სკოლაში 
08-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. ეროვნულ დღესასწაულს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და და კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართული საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელოვან ნიმუშებს. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სახალისო თემატურ ვიქტორინაში.

„ქართული ენის ვიქტორინამ“  მრავალფეროვანი და საინტერესო კითხვები გააერთიანა და მოსწავლეებს ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურის შესახებ ცოდნის წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა. 

ღონისძიებამ ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემისა და ინტერესის გაღრმავებას შეუწყო ხელი და კიდევ ერთხელ გამოკვეთა დედაენის დღის მნიშვნელობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203