დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებისკენ მიმართული პროექტი და საინტერესო შეხვედრა ბაღდათის N1 სკოლაში
08-05-2026

ბაღდათის N1 საჯარო სკოლა ჩართული პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“, რომლის მთავარი მიზანია მოსწავლეთა მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების გაძლიერება.

ახლახან, პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის  მიზანი იყო სკოლის პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა და ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრას უძღვებოდა იურისტი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მარიამ თევდორაძე, რომელმაც საკითხები საინტერესო და პროფესიონალური ფორმით წარმოადგინა.

სკოლაში მადლობას უხდიან მარიამ თევდორაძეს გაწეული შრომისა და თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203