
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან და ბავშვების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში ღონისძიებით გამოეხმაურნენ დედაენის დღეს.
ღონისძიება ატარებდა ღრმა საგანმაანთლებლო შინაარსს. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დედაენას, გამოსცადეს საკუთარი ცოდნა ძველ ქართულ სიტყვებში და დამსახურებული სიგელებიც მიიღეს.
„გვიხარია, რომ ჩვენი ბავშვები ასე უფრთხილდებიან იმას, რაც ყველაზე ძვირფასია - ჩვენს მშობლიურ ენას. მთავარი კი ის ემოციაა, რომელიც ამ დღემ დაგვიტოვა - მშობლიური ენის სიყვარული და პატივისცემა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: