
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიგეს როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, როგორც კომუნიკაციების მომხმარებელმა.
სკოლაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ორგანიზებით, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“.
შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა გაიგეს როდის არიან დაცულნი კომუნიკაციების სფეროში, შეიტყვეს მეტი ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებების შესახებ.
იხილეთ ფოტოები: