
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლის ეზოს დასუფთავებაში.
„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება“,- აღნიშნეს, მოსწავლეებმა და დიდი ენთუზიზმით ჩაერთნენ დასუფთავების ღონისძიებაში.
მოსწავლეებმა ნათლად გააცნობიერეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
იხილეთ ფოტოები: