დაბა აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ გრანდიოზულად აღნიშნეს
12-07-2018
დაბა აგარის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა სკოლის დამთავრება გრანდიოზულად აღნიშნეს.
მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარი“ იზეიმეს - სკოლაში თეთრი პერანგებით მივიდნენ, ერთმანეთის მაისურები მოხატეს და სურვილებიც არ დაიშურეს. პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დამთავრება მიულოცეს აღსაზრდელებს სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმაც.
მეთორმეტეკლასელებმა ასევე ჰაერში ფერადი კვამლი და ბუშტები გაუშვეს.
კურსდამთავრებულებმა ბანკეტიც მოაწყვეს. იხილეთ ვიდეო
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია