
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირველ კლასში, კითხვის უნარების გაუმჯობესების მიზნით, სკოლის დირექტორის - ფატიმა თეთრაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, საინტერესო საკლასო აქტივობა გაიმართა.
პედაგოგმა ციცინო სამნიძემ მოსწავლეებს შესთავაზა კლასგარეშე მცირე ტექსტი, რათა წაეკითხათ მათთვის უცნობი მასალა.
„თითოეული მოსწავლის კითხვა ყურადღებით მოვისმინეთ და მივეცით ინდივიდუალური რეკომენდაციები, რაც მათ მომავალში დაეხმარებათ კითხვის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში“,- გვიყვებიან სკოლაში.
აქტივობის შედეგად გამოვლინდნენ გამორჩეული მკითხველებიც, რომლებიც სამახსოვროდ წიგნებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექტორის ინიციატივით, თითოეულ მოსწავლეს გადაეცა წიგნი და სამახსოვრო საჩუქარი, რაც მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.
„აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში კითხვისადმი ინტერესის გაღვივება, სწორად და გააზრებულად კითხვის უნარის განვითარება და თვითრწმენის ამაღლება“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: