
კერძო სკოლა „ანაბასისში“ დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა თუ ღონისძიება გააერთიანა.
კვირეული კი დაგვირგვინდა მე-5 კლასელთა გრანდიოზული ღონისძიებით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დასკვნითი ღონისძიება იქცა არა მხოლოდ შემოქმედებითი აქტივობების ერთობლიობად, არამედ ღრმა შინაარსის მქონე სულიერ გამოცდილებად.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებლის - თამარ მალაღურაძე და კლასის ხელმძღვანელის, ხელოვნების მასწავლებლის ნანა გიორგაძე ხელმძღვანელობით, შეძლეს ერთიან სივრცეში შეეერთებინათ ცოდნა, ემოცია და პასუხისმგებლობა.
ლექსებით, სიმღერებით, იუმორისტული ნომრებითა და პიესებით გაცოცხლდა დედამიწის ხმა - თითქოს თავად ბუნება საუბრობდა ბავშვების გულითა და სიტყვით. თითოეულ ნომერში იგრძნობოდა არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება, არამედ ღრმა გზავნილი: დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, რომელიც ზრუნვას, სიფრთხილესა და სიყვარულს საჭიროებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედებითი უნარები, არამედ გააცნობიერეს საკუთარი როლი ამ სამყაროს დაცვაში. მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა და შესრულებული ყოველი მოქმედება იქცა პატარა, მაგრამ მძლავრ ნაბიჯად ეკოლოგიური ცნობიერების გაღრმავების გზაზე.
„ეს ღონისძიება ნათლად აჩვენებს, რომ განათლება მაშინ იძენს ნამდვილ ძალას, როდესაც იგი სცდება მხოლოდ თეორიას და გარდაიქმნება განცდად, რომელიც ბავშვების გულებში რჩება. სწორედ ასეთი გამოცდილებები აყალიბებს მომავალ თაობას - უფრო პასუხისმგებლიანს, მგრძნობიარესა და მზრუნველს საკუთარი გარემოს მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: