ტამბოვკის საჯარო სკოლის მე-2 კლასელმა, ანნა პოლოიანმა მათემატიკის გაკვეთილზე ტანგრამი შექმნა
08-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალაფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რაც მათ მოტივაციაზე აისახება. 

მე-2 კლასელმა, ანნა პოლოიანმა მათემატიკის გაკვეთილზე ტანგრამი შექმნა. 

გაკვეთილი ინტერაქტიური და შემეცნებითი ფორმატით წარიმართა. მოსწავლემ გაიგო, რა არის ტანგრამი - უძველესი ჩინური გეომეტრიული თავსატეხი, რომელიც შედგება შვიდი სხვადასხვა ფორმის ფიგურისგან. მასწავლებელმა მას აუხსნა, როგორ შეიძლება ამ ფიგურებისგან შეიქმნას სხვადასხვა ობიექტი – ცხოველები, ადამიანები, ნივთები და სხვა.

მოსწავლემ აქტივობის დახმარებით გეომეტრიული ფიგურები უკეთ შეისწავლეს. 

„​ტანგრამი ბავშვებს უვითარებს ვიზუალურ-სიმბოლურ აზროვნებას, წარმოსახვას, ყურადღებას, კონბინატორულ უნარებს, ფერის, ზომისა და ფორმის აღქმას“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203