რცხილათის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას საინტერესო პროექტი მიეძღვნა 
07-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში განხორციელდა პროექტი ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი მზია კაპანაძე.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანსაღ კვებაზე, კვებით ჩვევებზე, ასევე მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.

პროექტს თან ახლდა ქორეოგრაფიული ნომრები. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ უკეთ გაიაზრეს ჯანსაღი კვების მნიშვნელობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203