
„ეტალონის“ 2026 წლის გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადები გრძელდება: izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით, 5 და 6 მაისს ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა გაიმართა.
ცოდნის გამოვლენის ეფექტური შესაძლებლობა, სწორი გადაწყვეტილების შეზღუდულ დროში მიღების უნარის განვითარება, წარმატების მოტივაცია და მიღებული შედეგის გადააზრება - ის ძირითადი პოსტულატებია, რომლითაც „ეტალონის“ ოლიმპიადები ხელმძღვანელობს.
ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით პატარა თუ დიდი, კერძო თუ საჯარო, ქალაქისა თუ სოფლის სკოლის ასეულობით მოსწავლემ მიიღო. თითოეული მათგანი უკვე წარმატებულია, რადგან ცოდნის მიღების მოტივაციით ადგანან დიდი წარმატებების გზას !
უკვე ცნობილია, მაღალქულიანი ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების ვინაობაც. მათი საამაყო წარმატების დიპლომები იხილეთ ბმულზე
აღსანიშნავია, რომ გამორჩეული ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი ოფიციალური საინფორმაციო წერილები:
· განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
· სკოლაში
საგნობრივ ოლიმპიადაზე რეგისტრაცია კი გრძელდება შემდეგ საგნებში:
› ინგლისური ენის ოლიმპიადა (19-20 მაისი)
› მათემატიკის ოლიმპიადა (2-3 ივნისი)
ოლიმპიადის ტესტის დასრულებისთანავე ყველა მონაწილე მიიღებს სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს.
შეგახსენებთ, რომ არაფორმალური განათლების ფლაგმანი საქართველოს ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონის“ და izrune.ge-ს ერთობლივი ოლიმპიადები 28 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე
გახსოვდეთ, რომ „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს.
ასევე იხილეთ:
მშობლიური ენის დღესასწაული და დიდი სტარტი: „ეტალონის“ ოლიმპიადა დაიწყო
დიდი ინტელექტუალური თავგადასავალი იწყება - 28 აპრილიდან „ეტალონის“ ოლიმპიადა იღებს სტარტს