
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებაზე. ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში ახალისებენ.
ხრეითის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, სკოლაში მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: