იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოგზაურობა ფანტაზიის სამყაროში
07-05-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

ახლახან, III-IV კლასებში ჩატარდა საინტერესო და სახალისო აქტივობა - „ფანტაზიის სამყარო“. 

მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, დიდი მონდომებითა და ერთმანეთის დახმარებით შექმნეს ნამუშევრები. იყო: ცოტაოდენი თამაში, ცოტაოდენი ფანტაზია და ბევრი შემოქმედება.

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნათია მეფარიშვილი, რომელიც პატარებს მრავალფეროვანი აქტივობებით ყოველთვის ანებივრებს და მათ შემოქმედებითობას ახალისებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203