ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მათემატიკის ღია გაკვეთილი ინტელექტუალური თამაშის ფორმატით წარიმართა
07-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში მეტად საიტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, მათემატიკაში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც ინტელექტუალური თამაშის ფორმატით წარიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 და მე-3 კლასების მოსწავლეები, პედაგოგების - ირმა მურადიანისა და ჰეღინე ირიციანის ხელმძღვანელობით. 

კითხვები იყო მეტად საინტერესო და შემეცნებითი. მოსწავლეები შეჯიბრში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„მოიგო მეგობრობამ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203