ვარევანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა 
07-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ქართული ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში მასშტაბურად, კვირეულით აღინიშნა ქართული ენის დღე.

სკოლაში კონსულტანტ მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული კი დაგვირგვინდა ღონისძიებით, რომელიც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ნათლად ასახავდა ქართული ენის უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას.

ასევე გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი.  მოსწავლეებმა შექმნეს ლამაზი კალიგრაფიით გაფორმებული დიდი წიგნები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთა ნამუშევრები შემდეგ გადაიგზავნა განათლების სამინისტროს მიერ მოწყობილ კალიგრაფიის კონკურსზე.

უმცროსკლასელებმა მოამზადეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები.  უფროსკლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და საინტერესო ვიდეორგოლი.

ღონისძიებები კი დაგვირგვინდა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის სიგელების გადაცემით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203