დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ეკოსაგანმანათლებლო დღეები​ კურზუს საჯარო სკოლაში
07-05-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

სწორედ მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას ემსახურებოდა 20-24 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში გამართული კვირეული. 

ეკოსაგანმანათლებლო დღეები მეტად საინტერესოდ წარიმართა. აქტივობებში მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამოუშვეს კედლის გაზეთი, შექმნეს თემატური ნახატები, დაამზადეს შემეცნებითი ბუკლეტები, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია, სკოლის ეზოში დარგეს ხეები და ყვავილები.

ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება. კონკურსში - „ვინ უკეთ მეტყველებს საბუნებისმეტყველო ტერმინოლოგიით“  მოსწავლეებმა კომპეტენტური ჟიურისგან თანაბარი ქულები დაიმსახურეს. 

ბოლოს მოსწავლეებმა იმღერეს და ასე მხიარულად დაასრულეს დღე. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203