„დედაენა ჩვენი განძია!“ - სალხინოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კლასის საათი
07-05-2026

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მომავალ თაობას ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ აღნიშნეს დედაენის დღე. ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა კლასის საათი თემაზე  - „დედაენა ჩვენი განძია!“

მოსწავლეებმა, მასწავლებელთან ერთად ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დამწერლობის უნიკალურობაზე. ბავშვებმა ლექსებიც წაიკითხეს და ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს. 

„ვისაუბრეთ ენის სიწმინდეზე, მის უნიკალურობაზე, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება, რომელიც განძია ერისა! მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, დახატეს და მოაწყვეს თავიანთი ნახატების გამოფენა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - 

„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203