
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ გარემსოდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას ისახავდა მიზნად, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები, რომლებიც ფიროსმანის საჯარო სკოლაში გაიმართა.
მოსწავლეებმა დარგეს ხეები, შექმნეს კედლის კალენდარი და მოამზადეს პატარა სლაიდები, რომლებიც დედამიწის დაცვის მნიშვნელობას ასახავდა.
აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
„ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: