
თბილისის N12 საჯარო სკოლაში პატარა მოჭადრაკეების წარმატებით ხარობენ.
26 აპრილს, სკოლის მე-2ბ კლასის (კლასის დამრიგენელი ნათია იმნაძე) მოსწავლეებმა - მათე ბუძიშვილმა, ნიტა გოგილიძემ, ომარ კაპანაძემ მონაწილეობა მიიღეს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ რეგიონალურ ტურნირში.
მათ შორის ნიტა გოგილიძემ, რომელსაც ვაჟებთან მოუწია თამაში, გამარჯვებით წარმოაჩინა თავი.
ჭადრაკის მასწავლებელმა - ლილი გვარჯალაძემ სამივე მოსწავლეს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის გადასცა სერტიფიკატები და მოკრძალებული ფასიანი ჯილდოები.
„ჩვენ ვამბობთ, რომ „ყველაზე დიდი ნიჭი ნიჭის მიგნებაა“, ამიტომ განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში. რამეთუ ასე უფრო გამომჟღავნდება მათი ნიჭიერება“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახალისებენ მოსწავლეთა ინტერესებს და მხარს უჭერენ მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში.