
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა - ნინო მამადაშვილმა, უფროსკლასელებთან ერთად, განახორციელა სასწავლო პროექტი სახელწოდებით - „სვანეთის ღირსშესანიშნაობები“.
პროექტის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები კავკასიონის მწვერვალებისა და სვანური ლეგენდების შესახებ. მათ შექმნეს ვიდეორესურსი და თემატური პლაკატები, რომლებიც საკუთარი ხელით შესრულებული ნახატებით გააფორმეს.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი, კვლევითი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო უნარების გამოყენებით, აგრეთვე, გუნდური მუშაობის შედეგად, დამსწრე საზოგადოებას შთამბეჭდავი და ინფორმაციულად მდიდარი პროექტი წარუდგინეს.
იხილეთ ფოტოები: