
თბილისის N79 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი, საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს.
პატარებმა ქართული ენის სიყვარულსა და პატივისცემას საინტერესო აქტივობებითა და შემოქმედებითი ნამუშევრებით გაუსვეს ხაზი. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს, სადაც დიდი მონდომებით გადმოსცეს ქართული დამწერლობის სილამაზე. ბავშვებმა ბარბარიზმების წინააღმდეგაც გაილაშქრეს და ენის დამაბინძურებლები ქართული შესატყვსებით ჩაანაცვლეს, ასევე ისაუბრეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტივობამ - „დავიცვათ ქართული ენა“, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე, სწორ მეტყველებასა და ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობაზე. ღონისძიებამ, რომელიც ქართული სიტყვის სიყვარულით იყო გაჯერებული, მოსწავლეებს შეახსენა, რომ ენა ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: