
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მოსწავლეებმა გულწრფელი სიტყვებით, ლექსებითა და მუსიკალური შესრულებებით გამოხატეს ის სულიერი კავშირი, სიყვარული და მადლიერება, რასაც პატრიარქის მიმართ გრძნობენ. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალგაზრდა თაობის სულიერ ღირებულებებსა და პატრიარქისადმი პატივისცემას.
საღამოს განსაკუთრებული ემოციურობა შემატა მიწვეულმა სტუმარმა - პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჭიათურის მერიისა და ჭიათურის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართა.
იხილეთ ღონისძიების შესახებ imervizia.tv-ის მომზადებული სიუჟეტი: