ქუთაისის №4 სკოლის „კითხვის ატელიეში“ „წითელქუდას“ გმირები ფრანგულენოვანი სპექტაკლით გააცოცხლეს 
07-05-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის „კითხვის ატელიეში“ განსაკუთრებული და თბილი ატმოსფერო სუფევდა - ბავშვებისთვის საყვარელი ზღაპარი „წითელქუდა“ ახალი ემოციებითა და ფერებით გაცოცხლდა (პედაგოგი მანანა ნაროუშვილი).

პატარა ფრანკოფონმა მკითხველებმა დიდი ინტერესითა და ფანტაზიით იმოგზაურეს ზღაპრულ სამყაროში, სადაც სიკეთე, სითბო და მეგობრობა ყოველთვის იმარჯვებს.

მოსწავლეებმა არამხოლოდ მოისმინეს ზღაპარი ფრანგულ ენაზე, არამედ თავადაც გახდნენ მისი ნაწილი - პერსონაჟებთან ერთად განიცადეს თავგადასავლები, გამოხატეს ემოციები, გააცოცხლეს ეპიზოდები და გულწრფელი ჩართულობით შექმნეს განსაკუთრებული გარემო. თითოეულმა ბავშვმა საკუთარი წარმოსახვით კიდევ უფრო გაამდიდრა ზღაპრის სამყარო და კითხვა ნამდვილ შემოქმედებით მოგზაურობად აქცია.

როგორც სკოლაში აღნიშნევან, მსგავსი შეხვედრები ბავშვებში არა მხოლოდ კითხვის ინტერესს აღვივებს, არამედ ავითარებს ფანტაზიას, მეტყველებასა და წიგნის სიყვარულს.

„სწორედ ასე იბადება პატარა მკითხველის გულში დიდი სიყვარული ლიტერატურისადმი - სიყვარული, რომელიც მომავალში ცოდნის, სითბოსა და სულიერი სამყაროს გამდიდრების წყაროდ იქცევა“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203