
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ.
აღსანიშნავია, მე-5კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
გაკვეთილის თემა იყო - „მიწისძვრა, ვულკანი და მათ მიერ გამოწვეული ბუნებრივი მოვლენები“.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ახსნეს რა არის მიწისძვრა და ვულკანი, დაასახელეს მათი გამომწვევი მიზეზები. ისაუბრეს სტიქიის შედეგებზე: ცუნამზე, ლავასა და ნგრევაზე.
მოსწავლეებმა იმსჯელეს უსაფრთხოების წესებზე.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: