თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჭადრაკო ტურნირში იასპარეზეს
08-05-2026

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჭადრაკს დიდი ენთუზიაზმით სწავლობენ. ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი ხალისით შეუერთდნენ მასშტაბურ სასკოლო საჭადრაკო ტურნირს - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“. 

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ტურნირი ჭადრაკში, 2 მაისს, თბილისის N51 საჯარო სკოლაში, ჩატარდა. 

ტურნირში მონაწილეობდნენ თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანდრია ამირანაშვილი, დავით ხასოევი და დემეტრე აბელაშვილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დღე ემოციურად დატვირთული გამოდგა. მოსწავლეებმა ხასისით იასპაზეს და ტურნირიდან საინტერესო გამოცდილებით დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203