
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებითა და მე-10 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური კონფერენცია - „სწორი კვება - ჯანმრთელობის საწინდარია“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ორგანიზატორების მიზანი იყო ხმამაღლა საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებზეც ხშირად ვდუმართ.
„სამწუხაროდ, სასკოლო სახელმძღვანელოებსა თუ ყოველდღიურობაში არ არის საკმარისი ინფორმაცია კვებითი აშლილობების შესახებ, რაც უამრავ მოზარდს აწუხებს, ამიტომ აღნიშნული კონფერენცია ემსახურებოდა კვებითი აშლილობების შესახებ ცნობადობის ამაღლებას“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
კონფერენცია მეტად საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა ისაუბრეს კვებით აშილობებზე, ჯანსაღი კვების მნიშვნელობასა და კვებით ჩვევებზე.
კონფერენცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ნათია კონჭოშვილმა და მაგული ველიაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: