„სუფთა სოფელი- სუფთა გარემო“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების ღონისძიება მოაწყვეს 
07-05-2026

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

VI-IX კლასის მოსწავლეებმა, 22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავად მოაწყვეს სოფლის შემოგარენის დასუფთავების ღონისძიება - სახელოწდებით - „სუფთა სოფელი- სუფთა გარემო“. 

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა შეაგროვეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებიც შეიფუთა ერთჯერად პოლიეთილენის პარკებში, ასევე გაიწმინდა სოფლის გზა ხიდან ჩამოყრილი ტოტებისაგან. 

„ამ აქტივობით მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტად გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობის, გუნდური მუშაობის, პრობლემის გადაჭრის უნარები, გააცნობიერებენ, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და დედამიწის დაცვაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

სკოლის დირექტორი ნინო სიმონიშვილი მადლობას უხდის ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებელს ნანა კობერიძეს მეტად საჭირო ღონისძიების განხორციელებისათვის. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203