
თბილისის N152 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე აკადემიურ წარმატებას აღნიშნავენ.
ბარბარე ტუხაშვილმა ნიცაში გამართულ მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
მისი წარმატება სასახელოა სკოლისა და პედაგოგებისთვის.
„152-ე საჯარო სკოლის დირექცია და მთელი სასკოლო საზოგადოება ულოცავს ბარბარე ტუხაშვილს ნიცაში გამართულ მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე პირველი ადგილის მოპოვებასა და მიღწეულ უდიდეს წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ხარობენ მოსწავლის მიღწევებით.
იხილეთ ვიდეო: