წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში წახალისებული და მხარდაჭერილია.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტულ ღონისძიებას - „თავისუფლების თამაშები 2026“.
მაგიდის ჩოგბურთში, ვაჟთა წყვილმა გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ეს მათი პირველი ასპარეზობა იყო „თავისუფლების თამაშებზე“, შესაბამისად მათი მიღწევა მართლაც საამაყოა.
„ვულოცავთ, ბიჭებს ღირსეულ შედეგს და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.


