ჩაქვის N2 სკოლის მოსწავლე გარემოსდაცვით კონკურსში საუკეთესო ესეს წარდგენისთვის დაჯილდოვდა 
07-05-2026

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო  და ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“,- აღნიშნავენ ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხსმგებლობით გამოირჩევიან. 

ახალგაზრდა გარემოსდამცველები ახლახან დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში გამართულ კონკურსს - „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ შეუერთდნენ. 

კონკურსი მიზნად ისახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მოსწავლეთა ხედვის წარმოჩენას. გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.

ჩაქვის N2 საჯარო სკოლიდან აღნიშნულ პროექტში აქტიურად მონაწილეობნენ მე-10 კლასელი ანა დუმბაძე, ხოლო მე-9 კლასიდან - ანასტასია დავითაძე, გიორგი ჭაღალიძე, ანანო ქათამაძე და ლიზა დუმბაძე. ფინალში გამარჯვებული გახდა მე-9 კლასის მოსწავლე ანანო ქათამაძე, რომელმაც წარმოადგინა ესე - „დაცული ტერიტორიების როლი მდგრადი კლიმატის შენარჩუნებისათვის“. 

ანანო ქათამაძე დაჯილდოვდა სერტიფიკატით - საუკეთესო ესეს წარმოდგენისა  და პროექტში აქტიური ჩართულობისათვის.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, მოსწავლეთა კონსულტირებისა და სკოლასთან თანამშრომლობისათვის - ანანო ქათამაძეს და ყველა მონაწილე მოსწავლეს კვლავაც ბევრ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203