„მეგობრობა გზად და ხიდად“ - შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები პარტნიორ სკოლას სტუმრობდნენ 
07-05-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლასთან. სკოლები ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში არაერთ საინტერესო ინიციატივას ახორციელებენ. ორ სკოლას შორის მეგობრობას ორი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. 

1 მაისს, შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ძმაგულის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. 

შეხვედრა წარიმართა საინტერესო ღონისძიების ფონზე. შეხვედრაზე მოვიდნენ პოეტები: ოტია ტრამაიძე, რომელიც 8 პოეტური კრებულის ავტორია, პოეტი ალიოშა გოგიტიძე ძმაგულიდან და პოეტი, მსახიობი და პედაგოგი სოფიო ღლონტი ბათუმიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები, თემურ გიორგაძის სახელობის ლანჩხუთის მუზეუმის დირექტორი დარეჯან ბიწაძე, ჩოხატაურის და ხულოს მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმი, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცე, სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი და სხალთის მონასტერი. აგრეთვე, მონაწილეებმა მოინახულეს მახუნცეთის ჩანჩქერი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203