
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და როგორც საკუთარი უფლებების დაცვას ისე სხვათა პატივისცემას ასწავლიან.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ბულინგი დაგმეს. ინგლისური ენის მასწავლებელმა იულია ეპრიკიანმა აღნიშნულ თემას ღია გაკვეთილი მიუძღვნა.
გაკვეთილი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგის სახეებზე და მათი გადაჭრის გზებზე. პედაგოგმა მე-8 კლასელები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართო.
გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი, ასევე ბრძოლა გამოუცხადეს ჩაგვრის ყველანაირ ფორმას.
იხილეთ ფოტოები: