
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრებას მიეძღვნა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პედაგოგ ქეთევან ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ეკოლგიურ პრობლემებზე, დასახეს მათი გადაჭრის გზები და ხაზი გაუსვეს გარემოს დაცვის მნიშვნელობას.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
იხილეთ ვიდეო: