ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, მე-6 კლასელებმა ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლისას იმუშავეს საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე, რომლის თემაზე - „წყალი - სიცოცხლის ძალა“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დავალების მიზანი იყო მოსწავლეებში თემატური ლექსიკის განვითარება, წყლის მნიშვნელობის გააზრება და აზრის ქართულ ენაზე გადმოცემის უნარის გაძლიერება.
მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პლაკატები, სადაც ასახეს წყლის როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. მათ წარმოადგინეს ნამუშევრები, ისაუბრეს თავიანთ იდეებზე და აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში.
„აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ენობრივი, შემოქმედებითი და პრეზენტაციული უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
სასწავლო პროცესი წარიმართა ორგანიზებულ და პოზიტიურ გარემოში.
იხილეთ ფოტოები: