„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი
06-05-2026

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაითალოს საჯარო სკოლაში სასკოლო ცხოვრება განსაკუთრებულად თბილ და ყურადღებიან გარემოში მიმდინარეობს და თითოეული მოსწავლის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

როგორც დირექტორი ნურადდინ აბბასოვი გვეუბნება, საბაზო საფეხურის სკოლა ამჟამად 48 მოსწავლეს აერთიანებს.

„მოსწავლეთა მცირე რაოდენობა სკოლაში სწავლების ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად იქცა. ინდივიდუალური მიდგომა, რომელსაც პედაგოგები იყენებენ ქმნის შესაძლებლობას, რომ თითოეულ მოსწავლეს მეტი ყურადღება დაეთმოს და აკადემიური შედეგებიც უფრო მაღალი იყოს.

სკოლის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ მიდგომის შედეგად ბევრი კურსდამთავრებული წარმატებით აბარებს უმაღლეს სასწავლებლებში. რითაც ნამდვილად ვამაყობთ“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

მისივე თქმით, წელს სკოლას 5 მოსწავლე ამთავრებს. ამასთან სკოლაში უკვე 5 პირველკლასელია დარეგისტრირებული, რომელთა დასახვედრადაც აქტიური მზადება დაიწყება მომავალი სასწავლო წლის დადგმომადე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203