
თბილისის N79 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს ბუნების დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.
სწორედ მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა მე-2 ა კლასში ჩატარებული აქტივობა, რომელიც დედამიწის დღეს მიეძღვნა.
დამრიგებელმა, მაია მაისურაძეს მოსწავლეებს არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტყეების განადგურება, წყლის დაბინძურება და სახეობების გადაშენება.
დაურიგდათ გასაფერადებელი ტექსტები, შემდეგ წაიკითხეს რას განიცდის დედამიწა “გლობი”და როგორ უნდა მოვუაროთ მას, ბოლოს შეავსეს კითხვარები.
აქტივობები მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: