ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორმა მოსწავლეები, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მოპოვებული წარმატებისთვის, გრანტებით დააჯილდოვა
06-05-2026

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა წარმატება წახალისებულია. 

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის დასკვნით ტურში მოპოვებული წარმატებისთვის, სკოლის მოსწავლეები დირექტორმა - მამუკა მესხიშვილმა, სასწავლო გრანტებით დააჯილდოვა.

ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან:

  • გიორგი შარიქაძე - ინგლისური ენა;
  • ანასტასია პაპაშვილი - ინგლისური ენა;
  • ანა ძებისაური - ინგლისური ენა;
  • ნუცი ქათამაშვილი - ქართული ენა;
  • სალომე სებისკვერაძე - რუსული ენა;
  • დანიელ ენდელაძე - რუსული ენა;
  • დავით ბიწაძე - ფრანგული ენა.

ეს მიღწევა მათი შრომის, მიზანდასახულობისა და ცოდნის ღირსეული აღიარებაა.

სკოლაში ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ მიღწევებს ყოველთვის გამორჩეულად აღნიშნავენ. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ მასწავლებლებს, რომელთა პროფესიონალიზმი, მხარდაჭერა და ყოველდღიური შრომა ამ მიღწევის მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203