
სკოლა „ცოდნას“ მე-3 კლასელებისთვის დაუვიწყარი შემეცნებითი თავგადასავალი მოეწყო.
IIIა კლასის მოსწავლეებმა მტკვარზე ტივით გაისეირნეს და სხვა თვალით დაათვალიერეს თბილისი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მდინარიდან დანახული ქალაქი ბავშვებისთვის განსაკუთრებული შთაბეჭდილება იყო - ისტორიული ნაგებობები, ხიდები და ძველი თბილისი მათთვის ახალ გამოცდილებად იქცა.
გასეირნების დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს ქალაქის ისტორიაზე, გააზიარეს შთაბეჭდილებები და კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს საკუთარი დედაქალაქი.
დღე სავსე იყო სიხარულით, ემოციებითა და ახალი აღმოჩენებით - გამოცდილება კი ბავშვებს დიდხანს დაამახსოვრდებათ.
„ასეთი აქტივობები აძლიერებს შემეცნებით ინტერესს, გუნდურობას და სიყვარულს საკუთარი ქალაქის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ შემეცნებით თავგადასავალს ჰპირდებიან.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: