სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლის - სალომე ალიბეგაშვილის წარმატება კალიგრაფიის მუნიციპალურ კონკურსში
06-05-2026

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ამჟამად, სკოლაში სალომე ალიბეგაშვილის წარმატებით ხარობენ. მოსწავლემ ბრწყინვალედ იასპარეზა კალიგრაფიის მუნიციპალურ კონკურსში. 

კომისიის გადაწყვეტილებით, მოსწავლის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი, თავისი შესრულების ტექნიკითა და ესთეტიკით, გამორჩეული აღმოჩნდა და დაჯილდოვდა ნომინაციაში - „ვიზუალურად შთამბეჭდავი ნამუშევარი“.

„მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს ქართული დამწერლობის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203