
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ეზოში სიკეთემ, რწმენამ და ერთობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა.
გიმნაზიის დირექტორის - დეკანოზ დანიელისა და სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილის, ჯულიეტა კაკაბაძის ინიციატივითა და მონდომებით სკოლის ეზოში უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სახელობის სკვერმა დაიდო ბინა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ მადლიან საქმეში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე დიდი სიყვარულით ჩაერთო და მისი წილი სიყვარული ჩადო ამ საქმეში.
ბავშვებმა საკუთარი ხელით დაასუფთავეს ეზო, მზრუნველად გაწმინდეს და შეღებეს ჯვრები, რათა რწმენის სიმბოლოებს კვლავ გაებრწყინათ. მათ საჩუქრად მიიტანეს და დარგეს სხვადასხვა სახეობის ყვავილი თუ დეკორატიული მცენარე.
„ილია მეორის სახელობის ეს ულამაზესი სკვერი ცოცხალი დასტურია, რომ მომავალი თაობა ღვთისა და სამშობლოს სიყვარულით იზრდება. დაე, ამ ყვავილების სურნელმა და ბავშვების ჟრიამულმა მუდამ სასოებითა და სულიერი სიმშვიდით აავსოს ეს გარემო“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და ენთუზიაზმი.
იხილეთ ვიდეო: