
ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
მაჟამად, სკოლა-გიმნაზიაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების - დავით ზაქარაძის და ნიკოლოზ სურმანიძისა და გივი ფუტკარაძის სპორტული წარმატებით ხარობენ.
ქობულეთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბავშვთა და მოზარდთა შორის კიოკუშინკაი კარატეში, სადაც გიმნაზიელებმა მესამეკლასელებმა - დავით ზაქარაძე და ნიკოლოზ სურმანიძემ და პირველკლასელმა - გივი ფუტკარაძემ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებმა მე-2 და მე-3 ადგილები მოიპოვეს და შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ულოცავენ საპრიზო ადგილებზე გასვლას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებებები მომავალში ჩვენს გიმნაზიელებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.