ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები საინტერესო ინიციატივებითა და ინოვაციური იდეებით გამოირჩევიან.
24 აპრილს, სკოლის IX და X კლასის მოსწავლები, პედაგოგებთან ერთად (ინგა მართალიშვილი, ზურაბ კალანდაძე) ბათუმის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრ „ეკვატორს“ სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში X კლასის მოსწავლეებმა - ანასტასია მოლაშხიამ, სერგი ორმოცაძემ და ელენე ნასარაიამ, სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს წარუდგინეს საკუთარი პროექტის პრეზენტაცია - „Safewave“.
პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ, ინტეგრირებულ საზღვაო უსაფრთხოების სისტემას, რომელიც სპეციალურად მცირე მცურავი საშუალებებისთვის არის განკუთვნილი.
შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეები გაეცნენ კოლეჯის ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ დარგის წარმომადგენლებს და ინტერაქციულ გარემოში ახლოდან დაათვალიერეს სიმულაციური სასწავლო სივრცეები.
იხილეთ ფოტო:

