„ჩვენი უსაფრთხო სკოლა“ - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში გამოფენა გაიმართა 
06-05-2026

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. საგნობრივ ცოდნასთან ერთად, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

მარტის თვეში, ხელოვნების პედაგოგის-  თ. ბარათაშვილის ორგანიზებით, მართლმადიდებლურ სკოლაში ჩატარდა გამოფენა თემაზე - „ჩვენი უსაფრთხო სკოლა“.

გამოფენა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სასკოლო უსაფრთხოების საკითხებზე.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა. ბავშვებმა საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს და უკეთ გაიაზრეს სასკოლო უსაფრთხოების საკითხები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203