დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
06-05-2026

„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“- აღნიშნავენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

22 აპრილს, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ტრადიციულად შეუერთდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლა, სადაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის ფარგლებში, საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები IV - XII კლასის მოსწავლეები. მათ ფასილიტაციას უწევდნენ პედაგოგები - ცირა მამაცაშვილი, გოჰარ მარტიროსიანი და აიგუი მანასიანი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა წარმოდგენილმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და მათ მოგვარებაზე ზრუნვა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს:

თემატური პრეზენტაციები: უფროსკლასელებმა ისაუბრეს გლობალურ დათბობაზე, გარემოს დაბინძურების პრევენციასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების აუცილებლობაზე;

ნახატების გამოფენა: სკოლის ბიბლიოთეკაში გამოიფინა მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებშიც ფერებითა და სიმბოლოებით იყო გადმოცემული დედამიწის სილამაზე და ის საფრთხეები, რაც მას ადამიანის დაუდევრობით ემუქრება;

საინფორმაციო ბუკლეტები: მოსწავლეებმა თავად დაამზადეს და გაავრცელეს ბუკლეტები „მწვანე რჩევებით“, რომლებიც მოუწოდებდა თანატოლებსა და თემის წევრებს ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისკენ;

გაიმართა ფილმის ჩვენება: მოსწავლეებმა ნახეს ფილმი, როგორ გრძნობს ჩვენი პლანეტა ადამიანის დაუდევრობით გამოწვეულ ტკივილს.

„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი გაფრთხილება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“ - ეს იყო პროექტის  მთავარი გზავნილი.

დადეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლების ფასილიტატორობით, კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ბუნებაზე ზრუნვა მათი ყოველდღიურობის ნაწილია.

„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და აყალიბებს მათ ეკო-ცნობიერ მოქალაქეებად, რაც ჩვენი ქვეყნის მდგრადი მომავლის გარანტიაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203