„გილოცავთ, ძვირფასო ბავშვებო მუსიკალურ ვიქტორინაში მონაწილეობას!“ - მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი წარმატებით ხარობენ
06-05-2026

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები, ნიჭი და შესაძლებლობები წახალისებულია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

ახლახან, მოსწავლეებმა მუსიკალურ ვიქტორინაში ასახელეს სკოლა. ბავშვებმა ნიჭითა და შესაძლებლობებით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს. 

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ, ძვირფასო ბავშვებო მუსიკალურ ვიქტორინაში მონაწილეობას! თქვენმა ცოდნამ, ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ ნამდვილი შთაბეჭდილება მოახდინა. არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი შესაძლებლობების განვითარება! გისურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203